ბენარის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
21-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგთა ამაგი აღნიშნეს. ბავშვებმა, მასწავლებლებს ასევე მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის პედაგოგებმა მშობლებმა და მოსწავლეებმა კი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ღონისძიებით მიულოცეს, მათ წინსვლა, წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

ეს დღე ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203