გრანდიოზული „ბოლო ზარი“ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში
21-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის „ბოლო ზარი“ გრანდიოზულად აღინიშნა.
სკოლიდან რიგით 34-ე გამოშვება დიდი სიყვარულითა და საუკეთსო სურვილებით გააცილეს.
კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ სასკოლო ცხოვრებას და პედაგოგებს. საყვარელ მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ავთანდილ ვანაძემ გზა დაულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა.
დღე მეტად ამაღელვებელი და ემოციური იყო მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს