ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასელი ავთანდილ ნიკოლეიშვილი მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
21-05-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ჩემპიონატსა და კონკურსში წარმატებით ერთვებიან.

მათ შორისაა მე-7 კლასის მოსწავლე ავთანდილ ნიკოლეიშვილი, რომლის დამრიგებელი მაია მაღლაფერიძე, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ახალაძე გახლავთ.

მოსწავლე, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურის კვლევები“ მონაწილეობდა, სადაც თემით: „ხელოვნური ინტელექტის გავლენა განათლებაზე“ წარმატებით წარდგა და პირველი ადგილი დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლით ამაყობენ და მას წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ ავთანდილს ამ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203