საზეიმო „ბოლო ზარი“ და ზღვა ემოცია ხორენიის საჯარო სკოლაში 
21-05-2024

20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სიფელ ხორენიის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საუკეთესო სურვილებითა და დიდი სიყვარულით გააცილეს. 

ძალიან ემოციური და დაუვიწყარი დღე აღმოჩნდა, მათ ეს დღე სკოლის დირექტორმა - რუბენ ვარდანიანმა, კლასის დამრიგებელმა - არმინე კირაკოსიანმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება და ნათელი მომავალი უსურვეს.

კურსდამთავრებულებმა ღია ცისქვეშ ღონისძიება მოაწყვეს, იცეკვეს, იმღერეს, სკოლაში  გატარებული წლები გაიხსენეს. ასევე, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის და დაჰპირდნენ, რომ ასეთივე შემართებით გააგრძელებენ განათლების მიღებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203