ქვენობნის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ შთამბეჭადავად აღინიშნა
21-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა კიდევ ერთ თაობას დაემშვიდობა. 

დღე უსაზღვრო ემოციებით იყო დატვირთული, კურსდამთავრებულებს სრულიად სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და მათი თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებით შეამკო. 

ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული საუკეთესო ეპიზოდები გაიხსენეს და მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის. 

კურსდამთვარებულებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო დირექტორის მილოცვა. 

„დაირეკა ბოლო ზარი, ზარი თქვენი სკოლის დამთავრებისა, ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ, ჩემო საყვარელო ბავშვებო ცხოვრების დამოუკიდებელ გზის დასაწყისში...გილოცავთ ახალ ეტაპზე გადასვლას, ლამაზი, ფერადი, ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ, მინდა ბედნიერები იყოთ მთელი ცხოვრება, კარგი ადამიანები დადგეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,უფალი გფარავდეთ მუდამ!“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა მარინა ცინცაძემ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203