ჩოლურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა  
21-05-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაირეკა. 

კურსდამთავრებულებს სასკოლო საზოგადოებამ საზეიმოდ მიულოცა სკოლის დასრულება, ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგზე უსახსოვრა. 

დღე ემოციებით დატვირთული და დაუვიწყარი აღმოჩნდა, როგორც, უკვე კურსდამთავრებულებისთვის, ასევე სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები ემოციური სიტყვით გააცილა. 

„ვუსურვებთ წარმატებას, ნათელ და ბედნიერ მომავალს. ესახელებინოთ როგორც სკოლა და რაიონი, ასევე მთელი საქართველო. ჩვენი ქვეყნის მომავალი, ახალგაზრდების წარმატებულ და სწორად გათვლილ ნაბიჯებზეა“, - აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203