„თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!“ - დირექტორის ემოციური მიმართვა და კურსდამთავრებულთა ამაღელვებელი გაცილება ბარდნალის საჯარო სკოლიდან
21-05-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

სკოლაში საზეიმოდ მიულოცეს მოსწავლეებს: მართას, ლუკას, გიოს, საბას, ნიკასა და მარიტას სკოლის წარმატებით დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. 

სასკოლო საზოგადოებამ ემოციურად მიმართა მოსწავლეებს, გზა დაულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა, მათი თეთრი პერანგები კი, ემოციური წარწერებით შეამოკო.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი, დირექტორის მთვარისა ახვლედიანის მილოცვა გახლდათ. 

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას! თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა თქვენს თანატოლს! თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!

ხვალიდან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, წინ ბობოქარი სტუდენტური ხანა და სხვადასხვა საინტერესო გამოწვევა გელოდებათ. მჯერა, კვლავაც ასეთივე ზნეკეთილი დარჩებით, დაბრკოლებებსაც გადალახავთ და წარმატებულიც იქნებით, მამულს ერთგულად ემსახურებით. ამაში კი ოჯახთან ერთად თქვენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება!

ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, ეხაროთ თქვენით მუდამ! ყველანი მიყვარხართ და მეიმედებით! გზა დაგელოცოთ

„ცხოვრების მიზნად სიკეთე გქონდეს
და სიყვარული - მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუკი გსურს დარჩე ადამიანად!", - ასეთი იყო დირექტორის მიმართვა, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203