ბავშვობის მოგონებების გაცოცხლება, სურვილებით აჭრელებული პერანგები და ზღვა ემოცია - ტყიბულის N6 სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
21-05-2024

20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ბოლო ზარის ცერემონია გაიმართა ტყიბულის N6 საჯარო სკოლაშიც.

ბავშვობის მოგონებების გაცოცხლება საკლასო ოთახებში, გამამხნევებელი შეძახილები, დინამიური ცეკვები, სიმღერები, ავტოგრაფების დატოვება თეთრ პერანგებზე - ყველაფერი ეს ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო და სიკაშკაშეს სძენდა „ბოლო ზარის“ ლამაზ დღეს. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექტორმა - შოთა ჯინჯიხაძემ და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელმა - ნანა ამბროლაძემ.

მოსწავლეებს გზა დაულოცეს დამრიგებელმა - ლელა სილაკაძემ და პირველმა მასწავლებელმა - ლია ყურულოვმა.

წელს, ტყიბულის N6 საჯარო სკოლა 18-მა მოსწავლემ დაამთავრა, ეს სკოლის 61-ე გამოშვებაა.

სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საუკეთესო სურვილებითა და უდიდესი სიყვარულით გააცილეს. 

„მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ერთგვარი გამყოფი ხაზივითაა - ამ დღეს ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებ და მეორეს იწყებ. სკოლისა და დირექციის სახელით ვულოცავთ 2024 წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203