ბარდნალის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო და დაუვიწარი ცხოვრებისეული გაკვეთილი საყვარელი მასწავლებლისგან 
21-05-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასლებისთვის 20 მაისს ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა, ასეთივე საზეიმო იყო  ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გაკვეთილი. 

მეთორმეტეკლასელებმა, გაკვეთილზე, დირექტორთან და საყვარელ პედაგოგთან - მთვარისა ახვლედიანთან ერთად იზეიმეს სკოლის დასრულება, ახალგაზრდებისთვის ემოციური იყო პედაგოგის მიმართვა და ბოლო 45 წუთი, რომელიც საკლასო ოთახში გაატარეს. 

პედაგოგი უკვე კურსდამთავრებულებს მე-5 კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ასწავლიდა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ უტარებდა ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და სწორ ღირებულებებზე ზრდიდა.

პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ იმ სკოლის შვილები არიან, რომელმაც ლადო ასათიანი აღზარდა და მოუწოდა, რომ ღირსეულად გააგრძელონ დიდი მოღვაწის გზა, ასახელონ სკოლა და იყვნენ ღირსეული მოქალაქეები. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203