ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალურ ტურში პირველი სამი ადგილი გაინაწილეს
22-05-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, მოსწავლეებმა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ასახელეს სკოლა და დირექტორ მთვარისა ახვლედიანსა და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

სკოლიდან ერთი გუნდი მუნიციპალური კონკურსის გამარჯვებულია, ორი კი ფინალისტი. 

ახლახან, ცაგერში გამართულ ინტელექტუალურ კონკურსის მუნიციპალურ ტურში სკოლის დაწყებითი (მე-3 - მე-5) კლასების მოსწავლეთა გუნდმა და 85 ქულით (15 - იდან 14 სწორი პასუხი) დაიმსახურა პირველი ადგილი;

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა (მე-9 - მე-12 კლასები) გუნდმა დაიკავა მე-2 ადგილი;

საბაზო საფეხურის (მე-6 - მე-8 კლასები) მოსწავლეთა გუნდი კი მესამე ადგილზე (მხოლოდ ერთი და ორი ქულით ჩამორჩა პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს) გავიდა.

სკოლაში მოსწავლეთა შედეგი ახარებთ და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

„მიღწეული შედეგი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა მშობლების ერთობლივი მუშაობის შედეგია, ამიტომაც მთელ სასკოლო საზოგადოებას ვულოცავ ამ მაღალ შედეგს, ჩვენს ინტელექტუალებს კი კვლავაც წარმატებას ვუსურვებთ რეგიონულ ტურში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203