
წელს, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლა მხოლოდ 3-მა კურსდამთავრებულმა დაასრულა, სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები საზეიმოდ გააცილა.
კურსდამთავრებულებს უმცროსმა მეგობრებმა საზეიმო გაცილება მოუწყვეს, მათი თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებით შეამკეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
ახალგაზრდებმა: ლიზი კვარაცხელიამ, საბა ტაბაღუამ და ლაშა ჭიჭაღუამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის და მათან ერთად გაიხსენეს 12-წლიანი სასკოლო ცხოვრებიდან საუკეთესო მომენტები.
„სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდნენ. კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს მშობლიურ სკოლას ამაგისთვის და მოიგონეს აქ გატარებული ბედნიერი დღეები. დამრიგებელმა მადონა ესართიამ გზა დაულოცა ბედნიერი და წარმატებული მომავლისკენ სავალი“, - გვიყვებიან სკოლაში 20 მაისს საზეიმოდ დარეკილი ბოლო ზარის შესახებ.
იხილეთ ფოტოები: