მუსხის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
20-05-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მე-12 კლასელებმა იმღერეს, იცეკვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათ, ასევე ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო, სიყვარულით აღსავსე წარწერები დაუტოვეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება დირექტორმა - ბუხუტი კაპანაძემ, პედაგოგებმა და კლასის დამრიგებელმა - მანანა კაველიძემ მიულოცეს. მათ წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
კურსდამთავრებულები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მადლიერებას გამოხატავდნენ მასწავლებლების მიმართ.
ღონისძიება ემოციებით დატვირთული და დაუვიწყვარი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს