ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს 
20-05-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, საქალაქო პირველობაზე იასპარეზეს. 

სკოლის ორმა გუნდმა დამსახურებული სერტიფიკატები მოიპოვეს. სკოლაში ახარებთ მე-5 კლასის მოსწავლეების წარმატება და მათ წინსვლას უსურვებენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მოსწავლეების წახალისება, რომ ჩაერთონ სხვადასხვა ინიციატივაში და გამოსცადონ თავიანთი უნარები, ძალიან მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203