
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლამ 1 კურსდამთავრებული, სანდრო ხუჯაძე საზეიმოდ გააცილა.
სანდრომ სკოლის დასრულება საყვარელ მასწავლებლებთან ერთად აღნიშნა, გაიხსენა მათთან გატარებული საუკეთესო მომენტები და მადლობა გადაუხადა თითოეულ პედაგოგს, რომ მთელი მონდომებით აღზარდეს ცარიელ კლასში, მხოლოდ ერთ მერხზე მჯდარი მოსწავლე.
სკოლა გულითადად ულოცავს საქართველოს ყველა კურსდამთავრებულს სკოლის დასრულებას, განსაკუთრებულად კი, გზას ულოცავს თავის ერთადერთ კურსდამთავრებულს.
„გვჯერა, ნამდვილად ღირსეული თაობა ხართ და განსაკუთრებულ მომავალს შეიქმნით. წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: