„სულ სხვა წალკა“ - ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე უნივერსიტეტის კონკურსზე წარმატებით წარდგა და ერთდღიანი ტურის იდეა ფართო საზოგადოებას გააცნო
20-05-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე სოფია კვიციანი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ გამოცხადებულ პროექტში - „მემკვიდრეობის ტურიზმი წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“. 

სოფიამ შეადგინა ერთდღიანი ტური სახელწოდებით - „სულ სხვა წალკა“, რომლის მიზანია წალკაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა.

აღსანიშნავია, რომ 12 აპრილს სასკოლო საზოგადოება გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე მიიწვიეს და სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს. 

სკოლა მადლობას უხდის უნივერსიტეტს საინტერესო ინიციატივისთვის და სოფოს ასეთი საინტერესო  იდეისთვის, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მადლობა SEU-ს უნივერსიტეტს საინტერესო და ნაყოფიერი პროექტისთვის. მადლობა, ჩვენს სოფოს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ნოდარ შავაძე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203