ავრანლოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
20-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლოს ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს ერთმანეთის თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაიტანეს. კურსდამთავრებულებმა ასევე პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს და მათ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეთათვის ეს დღე დაუვიწყარი და ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

მათ, ეს დღე სკოლის დირექტორმა - მიხეილ ჯაყელმა ემოციურად მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის სახელით სრულიად მზის ქვეშეთში საშუალო საფეხურის (2023-2024 ს/წ) ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ ადამიანის ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლების - „ოქროს ხანა - თორმეტი წელი სკოლაში“ - გავლას და ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე მრავალ წარმატებას.

ბედნიერება, წარმატებები და გამარჯვებით განცდილი სიხარული გდევდეთ ცხოვრების საინტერესო და მრავალფეროვან გზებზე.

ღმერთმა მოგვცეთ ძალა და მადლი, რომ იცხოვროთ ღვთის სიყვარულში სუფთა სულით და სამშობლოს ერთგულებით“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203