შუქრუთის N1 საჯარო სკოლიდან ორი მე-12 კლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს
20-05-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლა დიდი ზარზეიმით დაემშვიდობა კიდევ ერთ საამაყო თაობას. 

20 მაისს, სკოლაში ჩატარდა „ბოლო ზარის“ ღონისძიება და მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლოჯერ დაირეკა სკოლის ზარი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა დაამთავრა ორმა მოსწავლემ: ვლადიმერ მჟავიამ და ელენე დარბაიძემ. მათ გზა დაულოცეს პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ ძალიან სასიამოვნოდ და ხალისიანად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203