ხოჯორნის საჯარო სკოლაში ანბანის გაცილების ზეიმი სამ ენაზე ჩატარდა
04-06-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში ანბანის გაცილების ზეიმი ჩატარდა. ზეიმი სამ ენაზე (ქართული, სომხური, ინგლისური) ჩატარდა.
წელს სკოლაში მხოლოდ ერთი პირველკლასელი სწავლობდა, ამიტომ სკოლას პირველი და მეორე კლასის კლასკომპლექტი ჰყავდა.
გამოსაშვები ღონისძიება კლასის დამრიგებელმა ემა პეტროსიანმა მასწავლებლის მილენა ვერმიშიანის დაბადების დღეს დაამთხვია.
იუბილარს დაბადების დღე ყვავილებით, ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული სექტორის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს