ნაფარეულის საჯარო სკოლა საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეირჩა და S.T.E.A.M რესურსები გადაეცა
22-05-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ახლახან, სკოლა საინტერესო პროექტში ჩაერთო.

საქართველოს სკოლებში, მსოფლიო ბანკის (IBRD) დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს - „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)“. ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International Consulting S.A. ხელძღვანელობით.

საერთაშორისო კონსორციუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმა და პროგრამა;
  • მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ნაფარეულის საჯარო სკოლა არის შერჩეულ საპილოტე სკოლებს შორის. მან, პროექტის ფარგლებში მიიღო მნიშვნელოვანი S.T.E.A.M მოწყობილობები და რესურსები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203