მარნეულის N5 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსანზე“ დაყრდნობით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
20-05-2024

მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნიკა ბურძენიძემ ჩაატარა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ - შოთა რუსთაველის „ ვეფხისტყაოსანზე“, დაყრდნობით.

როგორც სკოლაში აფასებენ შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო.

გზავნილი გახლდათ: არ გავწყვიტოთ კავშირი ჩვენი ქვეყნის პირველ და უმთავრეს ნაწარმოებთან და მარად გვახსოვდეს - „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“.

სკოლაში მადლობას უხდიან X,X და XII კლასის მოსწავლეებს მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203