შაუმიანის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა „სასკოლო მუზეუმი“ 
21-05-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასკოლო დღეებს უმრავალფეროვნებენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია საგან „მე და საზოგადოების“ ფარგლებში IV კლასში ორგანიზებულ „სასკოლო მუზეუმს“, რომელსაც პედაგოგები - ლიდა ამირბეკიანი და ანჟელა ხაჩატურიან-მარგარიანი ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა მუზეუმში, მშობლების დახმარებით, მათივე ხელით შექმნილი ექსპონატები გამოფინეს. 

გამოფენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ორგანიზატორები თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან მშობლებს და სპეცმასწავლებელს - ჟანა აპრესიანს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203