ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა დაუვიწყარი სიურპრიზი დედებს 
22-05-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ღონისძიება დიდი ხნით ადრე მშობლებისგან საიდუმლოდ დაიგეგმა.

„შეთქმულების“ მონაწილე იყო ყველა - დიდი თუ პატარა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დედებს ლექსები მიუძღვნეს, მათ მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.

„მადლობა ყველას - სკოლაში „დაბარებულ“ დედებს სიურპრიზი დახვდათ. სამყაროს ბევრი სიყვარული, სითბო და იმედი გავუგზავნეთ. ბედნიერ დედობას გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203