ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტერეოტიპებს ამსხვრევენ
21-05-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობასა და ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის იყო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ჩართულობით, „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ ორგანიზებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით მოეწყო.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.
სკოლაში, ყველას მადლობას უხდიან ინიციატივისთვის, სტუმრობისთვის, თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს