ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტის წარმატება მასშტაბურ კონკურსზე
21-05-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის სანიორის კორპუსში, გეოგრაფიის მასწავლებლის - ლია რაიბულის ხელმძღვანელობით მოსწავლეები მონაწილეობდნენ სეუს ორგანიზებულ კონკურსში - „მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის დაბრუნება და მომავლის ფორმირება“.

მოსწავლეთა პროექტი: „თორღვას აბანო, როგორც ისტორიულ-კულტურული და რეკრეაციული ზონა“, გახლდათ, რომელიც კონკურსზე მათ, წარმატებით წარადგინეს.

„კონკურსზე ჩვენი შედეგი იყო Discover Georgia-ზე ტურის განთავსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კუთხისთვის, რადგან ეს უნიკალური სიმდიდრე უსარგებლოდ აღარ ჩაედინება მდინარე სტორში, ის გადაიქცევა სამკურნალო-ტურისტულ ატრაქციად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს მათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203