პტენის საჯარო სკოლას რაგბის ფესტივალში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
20-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო თაგ რაგბის ფესტივალში მონაწილეობდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლას, ფესტივალში მონაწილეობისთვის, სიგელი გადაეცა.
პტენის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. იხილეთ ფოტო: