პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური კონკურსის მუნიციპალურ ტურში პირველი ადგილი დაიკავეს
20-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მასწავლებლები კი მოსწავლეთა მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
მათ შრომას რომ შედეგი გამოაქვს, ამის დასტური მოსწავლეთა მიღწევებია.
ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალური კონკურსის - „ტვინების ბრძოლის“ მუნიციპალურ ასპარეზობაში მონაწილეობდნენ. მათ კითხვებს წარმატებით უპასუხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შედეგად კი, მაქსიმალური - 90 ქულით, პირველი ადგილი დაიკავეს. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.