ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ემოციური და დაუვიწყარი გაცილება მოეწყო
20-05-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ, შთამბეჭდავ გარემოში დაირეკა.

აღნიშნული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ბავშვებმა ღია ცის ქვეშ შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს, სადაც იცეკვეს, იმღერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

კურსდამთავრებულებმა ასევე, პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ, მომავალში კი წარმატებებს უსურვებენ.

„178-ე გამოშვებას დავულოცეთ გზები ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში. ვუსურვებთ მათ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“ , - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203