
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მე-3ა კლასში ჩატარდა კიდევ ერთი აქტივობა სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
ბავშვებმა ისაუბრეს საფრთხის შესახებ, რომელიც დედამიწას ემუქრება, იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე, შეასრულეს ნახატები შემდეგი გზავნილებით: „მეტი ხე, მეტი სუფთა ჰაერი“, „ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, „დავიცვათ ჰიგიენა, გადავარჩინოთ გარემო“.
აღსანიშნავია, რომ დასასრულს მასწავლებელმა და მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე სკვერი.
იხილეთ ფოტოები: