
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. შესაბამისად, ნაციონალური დღესასწაულები სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში ეროვნული სამოსის დღე იზეიმეს.
სკოლაში, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“, ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: მე-5ა, მე-7ბ, მე-8ა და მე-8გ კლასის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ ეთნოგრაფიული ჩანახატების გამოყენებით, ეროვნული სამოსის პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელოვნების მასწავლებელი ნ.გეგელაშვილ ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: