
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული სამოსის დღის საზეიმო აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ეროვნული სამოსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, ასევე განსაზღვრეს მისი, როგორც ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები, როგორც სკოლაში აღნიშნეს მოსწავლეთა ნომრები საუკეთესო გამოსახულებაა მათი ეროვნულობის, ხასიათისა და შეუდრეკელი ვაჟკცობის.
დღე შთაბეჭდილებებით აღსავსე, ემოციებით დატვირთული და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: