ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საჯარო კითხვის კონკურსსა და ვიქტორინაში
20-05-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით, ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო კონკურსში მონდომებით ერთვებიან.
15 მაისს, ხონის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გენიალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ხონის N2 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე - მარიამ წულაია და ნინი კუხალაშვილი მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წაიკითხეს უკვდავი პოემის სტროფები და მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღნიშნულ დღეს, ასევე გაიმართა ვიქტორინა „ვინ უკეთ იცნობს შოთა რუსთაველს“, რომელშიც მოსწავლის მარიამ წულაიას გუნდმა ღირსეულად გაიმარჯვა და ქალაქის მერისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღო.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებით ამაყობს და მათ მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს