ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე დემეტრე ჭელიძემ კონკურსში წლის საუკეთესო მკითხველის ტიტული მოიპოვა
20-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა II კლასის მოსწავლე დემეტრე ჭელიძე, რომლის დამრიგებელი ლელა გაჩეჩილაძე გახლავთ. მან, 18 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარებულ საქალაქო კონკურსში - „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს ზეპირად“ წლის საუკეთესო მკითხველის ტიტული მოიპოვა. 

მოსწავლემ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინა და საუკეთესო მკითხველის ტიტულის მფლობელი დამსახურებულად გახდა.

სკოლაში მისით ამაყობენ და მომავალში კვლავ წარმატებებს უსურვებენ.

„ვულოცავთ დემეტრეს ამ ღირსეულ ტიტულს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერეს და აფასებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...