
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში ჭადრაკის ხარისხიანად სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ბავშვები მას, დიდი მონდომებით ეუფლებიან, რასაც მათი მიღწევებიც ადასტურებს.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა „ნონა გაფრინდაშვილის თასზე“ წარმატებით იასპარეზა.
გუნდის წევრები იყვნენ - გაბრიელ გვიდანი, მარიამ ქურდიანი, დაჩი ჭკადუა, საბა ქურდიანი.
სკოლის გუნდმა პირველი ტური გადალახა, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება წარმოაჩინა და მეორე საფინალო ტურშიც წარმატება ღირსეულად მოიპოვა.
სკოლაში, ოლიმპიადის ორგანიზატორებს მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემისთვის მადლობას უხდიან.
„ასევე, მადლობა ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს მათი ნიჭისა და ენთუზიაზმის წარმოჩენისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: