კასრისწყლის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
20-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ლიზი თილიძემ და რუსუდან ზურაბაშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პრეზენტაცია თემაზე: ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ დამსწრე მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე ილიას სახლ-მუზეუმის შესახებ საინტერესო ვიდეომასალა წარადგინეს და განიხილეს მისი ნაწარმოებები (ოთარაანთ ქვრივი, კაცია- ადამიანი, მგზავრის წერილები და განდეგილი) რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ტუმასიანი გახლდათ.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203