
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო I კლასში გეომეტრიული ფიგურების შესახებ ჩატარებული გაკვეთილი იყო.
პირველკლასელებმა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. გაკვეთილზე მათ შემოქმედებითი უნარები, ხედვა შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
„კეთებით სწავლა აუმჯობესებს დასწავლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეოები: