ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელები კომპლექსური დავალელებით წარმატებით სწავლობენ
21-05-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლის I კლასში, თემაზე -  „პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე“, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

დავალების სამიზნე ცნება იყო ტექსტი, ქვეცნება - ტექსტის გაგების სტრატეგიები, იდეა - თხზულების, „ფაიფურის თოჯინა“, შინაარსის (დასაწყისი. შუა ნაწილი, დასასრული) გადმოცემა ნახატების მეშვეობით.

კომპლექსურ დავალებაზე პირველკლასელებმა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იმუშავეს.

დავალება გამოვიდა დიფერენცირებული. მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით შეასრულეს ის, სადაც ცოდნა, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203