ნინოწმინდის N4 სკოლის I კლასის მოსწავლეთა სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება
20-05-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

მასწავლებლები არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ. ამ მიმართულებით კი, არაერთი ღონისძიება ეწყობა. 

ამჯერად, I კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს, რომლის თემაც იყო - „პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე“. მოსწავლეებმა მონდომება და ინტერესი გამოავლინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დაევალათ ამბის შეთხზვა ჯადოსნური (თავაზიანი) სიტყვების გამოყენებით. მოსწავლეებმა დავალებას თავი წარმატებით გაართეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203