წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ჭადრაკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა
20-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში, ჭადრაკში, საქართველოს საასკოლო ოლიმპიადის პირველი ეტაპი - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გაიმართა. მასში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 24 სკოლა, 96 მოსწავლით, მონაწილეობდა.

შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს N1 და წყალტუბოს N2 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს. გამარჯვება კი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლებმა მოიპოვეს. 

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში შემდეგი მოსწავლეები არიან: 

  • მათე კიზირია - 1-ელი კლასი;
  • თამაზ ტყაბლაძე - მე-2 კლასი;
  • ნიკოლოზ ასუმბადი - მე-2 კლასი;
  • ილია არდანიანი - მე-2 კლასი.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური დირექტორი - ალექსანდრე არსენიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო მსაჯები იყვნენ ტარიელ ბენდელიანი და ალეკო გოლეთიანი

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203