შემეცნებითი აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი - წალენჯიხის N2 სკოლაში ბიოლოგიისა და ფიზიკის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ბიოლოგიის პედაგოგ მედეა როგავასა და ფიზიკის პედაგოგის - მანანა ნაჭყებიას თანამშრომლობით, ბიოლოგია-ფიზიკის ინტეგრირებული, ცოდნაზე გათვლილი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა: „სასუნთქი სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, წნევა და დიფუზია“, გახლდათ.
მოსწავლეებმა სუნთქვასთან დაკავშირებული მოდელების გამოყენებით ისაუბრეს ფიზიკის კანონზომიერებებზე, რომლებითაც განპირობებულია ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესები, ასევე ახსნეს თუ რა როლს ასრულებს დიფუზია ფილტვის ალვეოლებსა და ქსოვილებში აირთა ცვლის პროცესში.
ფილტვის მოდელირებით წარადგინეს სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული პრეზენტაცია შემდეგი თემებით:
- სტრუქტურა და ფუნქცია;
- ჯანმრთელობა და დაავადება;
- სასიცოცხლო თვისებები;
- ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა;
- სისხლის მიმოქცევის წრეები;
- აირთა ცვლა.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: