ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კომპლექსურ დავალებას ასრულებენ. ახლახან, I კლასის მოსწავლეებმა დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემაც დედის დღე, ხოლო სამიზნე ცნება - სიტყვა, წინადადება და ტექსტი იყო.
პირველკლასელებს დაევალათ, რომ დაკარგულ ბავშვზე ამბავი შეედგინათ. მოსწავლეებმა დავალება სხვადასხვა ფორმით შეასრულეს. კერძოდ, დახატეს, ზეპირად ისაუბრეს, და აპლიკაციაში- „ვსწავლობთ თამაშით“ ნამუშევრები შექმნეს.
მათ კომპლექსური დავალება დიდი წარმატებით შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: