წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა
20-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სკოლაში პროექტის - „მშვიდობის ელჩები მშვიდობისათვის“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა თემაზე - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობა“.

შეხვედრას „ბერგჰოფის ფონდის“ ფასილიტატორი ბელა კუპრეიშვილი უძღვებოდა. მან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ნდობის და ურთიერთობის აღდგენის საჭიროებებზე ისაუბრა.

როგორც სკოლაში ამბობენ, შეხვედრაზე გაიხსენეს და განიხილეს ინტერვიუები, რომლებიც აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა ფონდს მისცეს. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია.

შეხვედრა დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203