იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
20-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რაც ძალიან ემოციურია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. 

მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ღონისძიება კლასის დამრიგებლის ჟ.ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დირექტორი ვანუი მალხასიანი და მშობლები ესწრებოდნენ, რომელთაც მოსწავლეებს წარმატებული და ნათელი მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203