ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლე ამიკო ცეცხლაძემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20-05-2024

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მოსწავლის ამიკო ცეცხლაძის სპორტული წარმატება.

ამიკო 15 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობდა და ღირსეულად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ, მას წინსვლასა და სამომავლო გამარჯვებებს უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ სკოლა მხარს უჭერს მოსწავლეთა მისწრაფებებს ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ თავი.

„წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მიზანდასახულ ფალავანს და სპორტული ცენტრის მის მწვრთნელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203