ეშტიის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა თემის - „რეცეპტი“ შესწავლისას პიცა და ნამცხვარი მოამზადეს
20-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მე-5 კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილი იყო. 

გაკვეთილის თემა - „რეცეპტი“ გახლდათ. კლასში, მოსწავლეებმა პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, ნამცხვარი და პიცა მოამზადეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ახალი უნარები შეიძინეს.

ატივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203