ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ წვერავა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
20-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტსა და კონკურსში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-10 კლასელი ნიკოლოზ წვერავა (დამრიგებელი შორენა ზვიადაძე, ინგლისურის მასწავლებელი ნატო ქუთათელაძე).

ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კარგი მოსწავლე და საინტერესო ადამიანია.

„ნიკოლოზი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და აუდიტორიას თავს ამახსოვრებს კარგი ქართულითა და ემოციური გამოსვლებით. „უცხო ენათა კვირეულში“ ინგლისურ ენაზე ჩინებულად წარმოადგინა თემა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ახლახან კი მეათეკლასელი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაში - „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურის კვლევები“ მონაწილეობდა და უცხოელი ლექტორების შეფასებით მესამე ადგილი დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ, ნიკოლოზს ამ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203