პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 9:00 საათზე იწყება
20-05-2024
2024-2025 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე -registration.emis.ge
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის