მულახის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ვიქტორინა ჩატარდა
17-05-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა ინტელექტუალური კონკურსი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მე-5- მე-11 კლასებში, საგანმანათლებლო ვიქტორინა ჩატარდა. 

ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებმა ერთობლივად შედგენილი დავალებები წარუდგინეს გუნდებს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისათვის, ასევე მადლობა ჟიურის ობიექტური შეფასებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ვიქტორინას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მინდიაშვილი და ისტორიის მასწავლებელი ჯორჯი გუჯეჯიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203