„ევროკავშირი ჩემი სახლია“ - საინტერესო ღია გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
17-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო გაკვეთილებით, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად, ისტორია-საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში, გეოგრაფიაში, მე-8 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი - „ევროკავშირი ჩემი სახლია“. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი მასწავლებლის  ნ.ჭოლოკავას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ ევროკავშირის შექმნის ისტორია, შემადგენლობა და ფუნქციები.

თითოეულმა მოსწავლემ მოკლე ინფორმაცია წარადგინა წევრ სახელმწიფოებზე, თავიანთი აზრი გამოთქვეს საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203