
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ირინა მიქავას ორგანიზებით, მე და საზოგადოების სწავლების ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს. მათ სხვადასხვა ფერადი ბარათებით განვლილი მასალები გაიხსენეს და დააკავშირეს ფოტოებს.
გაკვეთილზე ბავშვებმა ცოდნა წარმოაჩინეს და ახალი უნარები შეიძინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: