„სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“ - ქუთაისის N38 სკოლის VIII კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ნიღბების თეატრში
17-05-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათია მუშკუდიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“, ნიღბების თეატრში ჩაატარეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შესრულებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება პატრიოტულ სულისკვეთებას მოსწავლეებში დაწყებითი კლასებიდანვე აღვიძებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203